ევროკავშირში დანიის ელჩი - დანიას სურს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ერთი და იმავე ტემპით წარმართონ
ევროკავშირში დანიის ელჩი - დანიას სურს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ერთი და იმავე ტემპით წარმართონ

დანიას სურს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ერთი და იმავე ტემპით წარმართონ, – ამის შესახებ ევროკავშირში დანიის ელჩმა, კარსტენ გრონბეკ-იენსენმა განაცხადა.

დანია პირველი ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება.

ევროკავშირში დანიის ელჩის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარეობის პერიოდში დანია ეცდება, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ერთი და იმავე ტემპით წარმართონ.

„ჩვენ გვსურს უკრაინისა და მოლდოვის ერთდროულად წინსვლა და ამჟამად ვფიქრობთ, თუ როგორ გავაკეთოთ ეს“, – აღნიშნა გრონბეკ-იენსენმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით ამ ამოცანის შესრულებისას სირთულეებს აწყდება.

„არსებობს სამართლებრივი შეზღუდვები, არსებობს პოლიტიკური შეზღუდვები. ჩვენ გვსურს წინსვლა და იმედია, შევძლებთ, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება“, – აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, 2025 წლის პირველი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი იყო, მანამდე კი საბჭოს ექვსი თვის განმავლობაში უნგრეთი ხელმძღვანელობდა.