ევროკავშირში ბრექსიტის თარიღის გადავადებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ
ევროკავშირში ბრექსიტის თარიღის გადავადებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ

ევროკავშირში ბრექსიტის თარიღის გადავადებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

„ევრონიუსი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დღეს ბრიუსელში ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დესპანები შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის გადადება აუცილებელია, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამუშაოები კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. ბრექსიტის თარიღის გადავადებასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას კი შემდეგ კვირაში მიიღებენ.

ბრიუსელმა ბრექსიტის თარიღის გადავადება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოვიდა.

ბრიუსელის გეგმის მიხედვით კი, დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი რამდენიმე თვის გადაიწევა. რაც მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების რატიფიცირებისთვის საკმარისი იქნება.

დატოვე კომენტარი