ევროკავშირში აშშ-ის ელჩი – ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირი ჩაერთვება სამართლიან, ღია და ორმხრივ ვაჭრობაში

13:46, 07.12.2025

ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირი ჩაერთვება სამართლიან, ღია და ორმხრივ ვაჭრობაში, – ამის შესახებ ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, ენდრიუ პაზდერმა განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი ზომაგადასული 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ევროკავშირის მიერ ამერიკული ინოვაციების მიმართ მარეგულირებელი ორგანოების გადაჭარბებული მოქმედების შედეგია.

„ტრამპის ადმინისტრაციამ ნათლად განაცხადა: ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცენზურას და გავასაჩივრებთ დამამძიმებელ რეგულაციებს, რომლებიც სამიზნეში იღებს საზღვარგარეთ აშშ-ის კომპანიებს. ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირი ჩაერთვება სამართლიან, ღია და ორმხრივ ვაჭრობაში – და არაფერი ნაკლები“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა.

 

მსგავსი