ევროკავშირში არაწევრი ქვეყნების მოქალაქეების მოგზაურობისას, შესვლა-გასვლის სისტემა ჩაიწერს მონაცემებს სამგზავრო დოკუმენტიდან, მგზავრობის თარიღებს, ბიომეტრიულ მონაცემებს

14:03, 01.10.2025

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ევროპის 29 ქვეყანაში მოკლე ვადით იმოგზაურებს, 12 ოქტომბრიდან ახალი სისტემა ამოქმედდება.

კერძოდ, ამ ეტაპზე საუბარია იმის შესახებ, რომ შესვლა-გასვლის სისტემა თანდათანობით ჩაიწერს: მონაცემებს სამგზავრო დოკუმენტიდან; მგზავრობის თარიღებს; ბიომეტრიულ მონაცემებს.

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, აღნიშნული სიახლე ევროკავშირის მონაცემთა დაცვის წესების შესაბამისად ამოქმედდება.

მსგავსი