ევროკავშირში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ სამხედრო ძალად ჩამოყალიბებისთვის საკმარისი რესურსები არ აქვთ
ევროკავშირში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ სამხედრო ძალად ჩამოყალიბებისთვის საკმარისი რესურსები არ აქვთ

ევროკავშირში აცხადებენ, რომ დამოუკიდებელ სამხედრო ძალად ჩამოყალიბებისთვის საკმარისი რესურსები არ აქვთ.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა დღეს თავდაცვის პირველი ყოველწლიური ანგარიში განიხილეს.

ანგარიშის მიხედვით, ნატო-სთვის ხელმისაწვდომი სამხედროებიდან და სამხედრო აღჭურვილობიდან სამუშაო მდგომარეობაში მხოლოდ 60 პროცენტია.

„ევროკავშირს არ აქვს ის სამხედრო შესაძლებლობები, რაც მისი ამბიციების განსახორციელებლად არის საჭირო. ევროპულ თავდაცვას ფრაგმენტაციის, დუპლიკაციისა და არეფექტური ოპერაციული ჩართულობის პრობლემები აქვს“, – განაცხდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჟოზეფ ბორელმა.

ევროკავშირმა აშშ-ისგან დამოუკიდებელი სამხედრო ძალის განვითარების გეგმაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო. ბლოკის მიზანია, რომ 2022 წლისთვის გაერთიანებამ სამხედრო დოქტრინა შეიმუშაოს, რომელიც ევროკავშირის საერთო მიზნებს და საფრთხეებს განსაზღვრავს.