ევროკავშირმა, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა
ევროკავშირმა, ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო, რუსეთისთვის 2014 წელს დაწესებული სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექვსი თვით, 2021 წლის 15 მარტამდე გააახანგრძლივოს სანქციები იმ პირებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ძირს უთხრიან და ემუქრებიან უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებენ ევროკავშირში.

დაწესებული სანქციები 175 პირსა და 44 ორგანიზაციაზე ვრცელდება.