ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივა.

ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბჭოს ოფიციალურ ვეგბგვერდზეა გამოქვეყნებული.

კერძოდ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ხელყოფაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების მოქმედების ვადა 2022 წლის 15 მარტამდე გახანგრძლივდა.

შემზღუდავი ზომები სამოგზაურო შეზღუდვებს, ანგარიშების გაყინვას და ეკონომიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს. სანქციები ვრცელდება 177 პირის და 48 კომპანიის წინააღმდეგ.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო დააწესა.

დატოვე კომენტარი