ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსება, რათა უნგრეთსა და სლოვაკეთში რუსული ნავთობის მიწოდება აღდგეს, რასაც კიევი დათანხმდა
LKS 20250721 LKS 20250714 European Commission President Ursula von der Leyen (L) and European Council President Antonio Costa attend a meeting with Armenia’s Prime Minister in Brussels on July 14, 2025. LEHTIKUVA / AFP, AFP / LEHTIKUVA / NICOLAS TUCAT
ევროკავშირმა უკრაინას შესთავაზა ნავთობსადენ „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსება, რათა კვლავ აღდგეს რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც კიევი დათანხმდა. ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის თავმჯდომარის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას ერთობლივ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ „ინტენსიური მოლაპარაკებები აწარმოეს წევრ სახელმწიფოებსა და უკრაინასთან ყველა დონეზე, რათა აღდგენილიყო ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში“.
განცხადების თანახმად, „დრუჟბის“ შეკეთების დაფინანსების გარდა, ევროკავშირმა უკრაინას ტექნიკური დახმარებაც შესთავაზა.
„უკრაინელები ამ წინადადებას მიესალმენ და მიიღეს. ევროპელი ექსპერტები მზად არიან, დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
უნგრეთსა და სლოვაკეთში „დრუჟბაი“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიწოდება 27 იანვარს შეწყდა. უკრაინული მხარის განცხადებით, ნავთობსადენი რუსული დრონის დარტყმის შედეგად დაზიანდა. ბუდაპეშტი და ბრატისლავა კიევს პოლიტიკური მიზეზებით ნავთობის მიწოდების შეწყვეტაში ადანაშაულებენ.