ევროკავშირმა შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტი გაამკაცროს
ევროკავშირმა შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტი გაამკაცროს

ევროკავშირმა შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინის ექსპორტი გაამკაცროს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინის ერთ-ერთ მწარმოებელ „ასტრაზენეკას“ წარმოების პროცესში შექმნილი პრობლემების გამო, ვაქცინის დაგეგმილ ვადებში მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება აქვს.

ევროკავშირის ჯანდაცვის კომისრის სტელა კირიაკიდესის განცხადებით, ევროკავშირი მიიღებს ყველა ზომას მისი მოქალაქეების დასაცავად.

„ვაქცინის შემმუშავებლებს აქვთ სოციალური და სახელშეკრულებო ვალდებულებები, რომლებიც უნდა დაიცვან“, – წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბრიუსელმა გამოითხოვა ვაქცინის მიწოდების ვადების დეტალური გეგმა.

შეთანხმების მიხედვით, „ასტრაზენეკამ“ ევროკავშირს მარტისთვის 80 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს. თუმცა, როგორც „როიტერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, 60%-ით ნაკლებს, 31 მილიონამდე დოზის მიწოდებას შეძლებს.