ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილეობის ბრალდებით, ევროკავშირმა ექვს პირს სანქციები დაუწესა

18:33, 03.07.2026

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილში მონაწილე ექვს პირს სანქციები დაუწესა.

ევროპული საბჭოს განცხადებით, სანქცირებულ პირთა შორის უმეტესობა მეცნიერები და მკვლევარები არიან, რომლებიც ნავალნის სიკვდილის გამომწვევი ტოქსინის შექმნაში მონაწილეობდნენ.

მათივე ცნობით, ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ქიმიური იარაღის, კერძოდ, ეპიბატიდინის შექმნაში, რომელიც ოპოზიციონერის სიკვდილის შემდეგ აღებულ ნიმუშებში აღმოაჩინეს.

„ევროკავშირი კვლავ სრულად ერთგულია ქიმიური იარაღის გავრცელებისა და გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლაში და ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, შენახვისა და გამოყენების აკრძალვისა და მისი განადგურების შესახებ კონვენციით გათვალისწინებული დებულებების მხარდაჭერის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ალექსეი ნავალნი 47 წლის ასაკში, 2024 წლის 16 თებერვალს სასჯელაღსრულების კოლონიაში გარდაიცვალა. ევროპის ხუთმა ქვეყანაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი ციხეში ე.წ. ეკვადორული ბაყაყის შხამით მოწამლეს. დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, შვედეთი და ნიდერლანდები დარწმუნებული არიან, რომ ნავალნი კოლონიაში სასიკვდილო ნივთიერებით მოწამლეს. მათი დასკვნები ეფუძნება ნავალნის ნეშტიდან აღებული ნიმუშების ანალიზს, რომელმაც, მათივე თქმით, დაადასტურა იმ ტოქსინის არსებობა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში შხამიან ისრის ბაყაყებში გვხვდება და რუსეთში ბუნებრივ პირობებში გავრცელებული არ არის. ალექსეი ნავალნის შხამით მოწამვლის შესახებ ბრალდებას კრემლი უარყოფს.

მსგავსი