ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ვადა ნახევარი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადა ნახევარი წლით გაახანგრძლივა.
როგორც ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის ეკონომიკის ცალკეული სექტორის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში 2019 წლის 31 იანვრამდე დარჩება.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ევროკავშირმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთით, კონფლიქტში ჩართულობის გამო დააწესა. მას შემდეგ ევროპული საბჭო 6 თვეში ერთხელ ახანგრძლივებს სანქციების ვადას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განცხადა, რომ „სანქციების ვადის გაგრძელებით ევროკავშირი რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობას ხელიდან უშვებს“.