ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ნახევარი წლით გაახანგრძლივა. მიზეზი მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში ნულოვანი პროგრესია. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.
გადაწყვეტილების მიღებამდე, ბრიუსელში საფრანგეთისა და გერმანიის მიერ მომზადებული ანგარიში მოისმინეს.
სანქციები ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებს მოიცავს. შეზღუდვები ევროკავშირმა პირველად 2014 წლის 31 ივლისიდან აამოქმედა.