ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები 12 თვით გაახანგრძლივა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ომის დაწყებიდან პირველად, ევროკავშირის ლიდერები დათანხმდნენ წინადადებას, ექვსი თვის ნაცვლად, სანქციები 12 თვით გაეხანგრძლივებინათ.
გადაწყვეტილება ლიდერებმა ევროპის საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
„უკრაინის თემაზე მსჯელობა დასრულდა. ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს სამიტის დასკვნები უკრაინასთან დაკავშირებით და გადაწყვიტეს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 12 თვით გაახანგრძლივონ“, – განუცხადა ჟურნალისტებს ევროპის საბჭოს თავმჯდომარის პრესმდივანმა, მარია ტომასიკმა.
ცნობისთვის, ვიქტორ ორბანის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს უნგრეთი რეგულარულად ბლოკავდა ევროკავშირის სასანქციო და სხვა გადაწყვეტილებებს. ვეტოს ხშირად სლოვაკეთიც უერთდებოდა.
ამჟამად ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტზე მუშაობს.