ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი ინფორმაცია ევროსაბჭოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
მათივე ცნობით, ევროკავშირმა მოსკოვის წინააღმდებ სანქციები კიდევ 12 თვით, 2027 წლის 31 ივლისამდე, გაახაგრძლივა.
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები არაერთ სექტორს, მათ შორის ვაჭრობას, ფინანსებს, ენერგეტიკასა და ტექნოლოგიებს მოიცავს. სანქციები ასევე მოიცავს რუსეთიდან ევროკავშირში ნედლი ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების იმპორტის ან საზღვაო ტრანსპორტირების აკრძალვას, რუსეთსა და მესამე ქვეყნებში გარკვეულ ფინანსურ ინსტიტუტებთან და კრიპტოვალუტის მომსახურების მიმწოდებლებთან ტრანზაქციების აკრძალვას და კრემლის მიერ მხარდაჭერილი დეზინფორმაციული საშუალებების ევროკავშირში სამაუწყებლო საქმიანობისა და ლიცენზიების შეჩერებას.
ევროსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი არსებულ ზომებს შეინარჩუნებს და მზადაა, მიიღოს დამატებითი ზომები იქამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია გააგრძელებს უკანონო ომს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების დარღვევას.