ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

18:06, 19.12.2019

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით, 2020 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა ,- ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის კავშირის საბჭოს ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის კავშირის საბჭოს წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების საკითხი 9 დეკემბერს, პარიზში გამართული ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის დასრულების შემდეგ განიხილეს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის კავშირის საბჭო უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

მსგავსი