ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთი ავრცელებს, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა.
„მას შემდეგ, რაც დოკუმენტს ხელს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მოაწერენ, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე, დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე, შეზღუდავს სატვირთო და საზღვაო გადაზიდვებს რუსეთიდან და ბელარუსიდან, შემოიღებს აკრძალვას რუსული ხიზილალას და არყის იმპორტზე. კიდევ უფრო შეზღუდავენ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს და ასევე დააყადაღებენ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც „ტვიტერით“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები ასევე დაწესდება რუსი ოლიგარქების, პროპაგანდაში ჩართული პირებისა და სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში მომუშავეთა წინააღმდეგ.
ახალი სანქციები ევროკავშირის ჟურნალში ხვალ გამოქვეყნდება და შესაბამისად ძალაში შევა.
🔴#Ukraine | COREPER II approves a new package of sanctions in the context of the Russian aggression against Ukraine.
This very substantial package extends the sanctions against Russia to new areas and notably includes ⤵️ 1/5#EU2022FR pic.twitter.com/njjN0XpGCo
— Présidence française du Conseil de l’UE 🇫🇷🇪🇺 (@Europe2022FR) April 7, 2022