ევროკავშირმა რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი სასანქციო სიაში შეიყვანა
ევროკავშირმა „სკრიპალების საქმესთან“ დაკავშირებით, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და თანამშრომლები სასანქციო სიაში შეიყვანა. ბრიუსელი მათ მომწამლავი ნერვულ-პარალიტიკური საშუალების შენახვა-ტრანსპორტირება-გამოყენებაში ადანაშაულებს.
საუბარია 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილ რუს ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
სანქციების გამო, შეზღუდვები დაუწესდება ასევე სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სირიაში და მასში დასაქმებულ ხუთ პირს.
სანქციების ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება და ფინანსურ აქტივებზე წვდომა ეზღუდებათ.
მოსკოვი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.