ევროკავშირმა რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი სასანქციო სიაში შეიყვანა

18:11, 21.01.2019

ევროკავშირმა „სკრიპალების საქმესთან“ დაკავშირებით, რუსეთის სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე და თანამშრომლები სასანქციო სიაში შეიყვანა. ბრიუსელი მათ მომწამლავი ნერვულ-პარალიტიკური საშუალების შენახვა-ტრანსპორტირება-გამოყენებაში ადანაშაულებს.

საუბარია 2018 წლის 4 მარტს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილ რუს ჯაშუშზე, სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმაზე.

სანქციების გამო, შეზღუდვები დაუწესდება ასევე სამეცნიერო-კვლევით ცენტრს სირიაში და მასში დასაქმებულ ხუთ პირს.

სანქციების ე.წ. შავ სიაში მოხვედრილ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილება და ფინანსურ აქტივებზე წვდომა ეზღუდებათ.

მოსკოვი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

მსგავსი