ევროკავშირმა პოლონეთსა და უნგრეთს შესაძლოა, დაფინანსება შეუმციროს
ევროკავშირმა პოლონეთსა და უნგრეთს შესაძლოა, დაფინანსება შეუმციროს

ევროკავშირმა შესაძლოა, პოლონეთსა და უნგრეთს დაფინანსება შეუმციროს. გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ინიციატივის წინაპირობად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საფრთხეები და მიგრაციულ პოლიტიკაზე უთანხმოება სახელდება.

2017 წელს ევროკავშირში დაუშვეს შესაძლებლობა, რომ პოლონეთს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლება შეუჩერდეს. ბრიუსელმა კანონპროექტი წარადგინა, სადაც ევროკავშირის შეთანხმების მე-7 მუხლის შესაბამისად, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევაზეა საუბარი. ევროკავშირის აღმასრულებელ კოლეგიაში ფიქრობენ, რომ პოლონეთის მთავრობის მიერ მიღებული 13 კანონი, კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის და სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ხელმძღვანელობის კონტროლს უზრუნველყოფს. ბრიუსელმა ვარშავას 4 რეკომენდაცია გაუგზავნა, თუმცა პოლონეთში აცხადებენ, რომ სასამართლო რეფორმა ქვეყნის შიდა საქმეა.

ევროკავშირისა და უნგრეთის უთანხმოების საფუძველი კი ბუდაპეშტის საიმიგრაციო პოლიტიკაა. უნგრეთის ხელისუფლებამ ევროკავშირის მიერ დაწესებული კვოტებით მიგრანტების მიღებაზე უარი განაცხადა.