ევროკავშირმა ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
ევროკავშირმა ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ოთხ რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით რუს მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა.

სანქციები დაუწესდათ: რუსეთის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ბასტრიკინს, ეროვნული გვარდიის უფროს ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური პენიტენციური სერვისების დირექტორ ალექსანდრ კალაშნიკოვს.

აღნიშნულ პირებს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ. გარდა ამისა, ევროკავშირის ტერიტორიაზე არსებული მათი ანგარიშები გაიყინება.