ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა

20:07, 03.07.2020

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების ოფიციალური ნებართვა გასცა.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პრეპარატი თავდაპირველად ებოლას სამკურნალოდ გამოიყენებოდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ „რემდესივირი“ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტების გამოჯანმრთელების დროს ამცირებს.

„რემდესივირს“ კომპანია „გილეადი“ აწარმოებს.

„რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რომელიც „გილეადის“ მიერ ივლისში წარმოებული პროდუქციის 100 პროცენტს, ხოლო აგვისტოსა და სექტემბერში წარმოებული პროდუქციის 90 პროცენტს წინასწარ შეიძენს.

მსგავსი