ევროკავშირმა კომპანია Qualcomm-ი 997 მილიონი ევროთი დააჯარიმა
ევროკავშირმა კომპანია Qualcomm-ი 997 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა კომპანია Qualcomm-ი 997 მილიონი ევროთი დააჯარიმა. ევროკომისიის კონკურენციის სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Qualcomm-ის ხელმძღვანელობამ სავარაუდოდ, კომპანია Apple-ს ჩიპების ექსკლუზიური მიწოდებისთვის წინასწარ გადაუხადა.

Qualcomm-ი, რომლის ცენტრალური ოფისი კალიფორნიაში მდებარეობს, სმარტფონების ჩიპებს ამზადებს, ასევე ქმნის უსადენო ტელეკომუნიკაციების პროდუქტებს.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ Apple-მა 2011-2016 წლებში Qualcomm-ის ჩიპები სრულად შეიძინა და იმისთვის, რომ ჩიპები სხვა კომპანიისგან არ ეყიდა, სანაცვლოდ ფული მიიღო.

ევროკომისიაში ფიქრობენ, რომ ამ გარიგებით კონკურენციის წესები დაირღვა.