ევროკავშირმა კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს
ევროკავშირმა კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს

ევროკავშირმა კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მიწოდების შეფერხების გამო შესაძლოა, სასამართლოში უჩივლოს. შესაბამისი განცხადება ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. ინფორმაციას კი  გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„ასტრაზენეკას“ წარმომადგენლებმა ევროკავშირს განუცხადეს, რომ კომპანიამ შესაძლოა, ვერ უზრუნველყოს მარტის ბოლოსთვის დაგეგმილი დოზის მიწოდება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ იტალიის მთავრობაშიც გაკეთდა ანალოგიური განცხადება. იტალიის ხელისუფლება ანალოგიური მიზეზით, სარჩელის შეტანას კომპანია „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ წინააღმდეგ გეგმავს.