ევროკავშირმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა
ევროკავშირმა ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა

ევროკავშირმა კორონავირუსის გავრცელების მიხედვით უსაფრთხო ქვეყნების სია განაახლა.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, „მწვანე ქვეყნების“ ჩამონათვალს დაემატა აშშ და ბალკანეთის ქვეყნები. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, სიაში არსებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია სამოგზაურო შეზღუდვების გაუქმება.

ამჟამად ჩამონათვალი შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ალბანეთი, ავსტრალია, ისრაელი, იაპონია, ლიბანი, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, რუანდა, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, აშშ.

ჩინეთისთვის სამოგზაურო შეზღუდვების მოხსნა რეკომენდებულია ნაცვალგების პრინციპის საფუძველზე. საბჭო ასევე დასაშვებად მიიჩნევს შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას ჩინეთის ადმინისტრაციული რეგიონებისთვის – ჰონგ-კონგისა და მაკაოსთვის; ასევე ტაივანისთვის.

დატოვე კომენტარი