ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს

15:06, 20.05.2025
group of flags of the European Union waving in the wind in front of the European Parliament building. Seamless loop in slow motion. Selective focus

group of flags of the European Union waving in the wind in front of the European Parliament building. Seamless loop in slow motion. Selective focus

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა „იქსზე“ დაწერა.

კაია კალასის თქმით, სანქციები შეეხო რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 200 გემს.

ბრიტანეთის მთავრობამ უფრო დეტალური განცხადება გაავრცელა და ასევე განაახლა სანქციების სია.

„უკანასკნელი სანქციების ობიექტები მოიცავს სტრუქტურებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო მანქანას, ენერგომატარებლების ექსპორტსა და საინფორმაციო ომს, ასევე ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც ეხმარებიან პუტინის უკრაინაში შეჭრის დაფინანსებას“, – განაცხადეს დიდი ბრიტანეთის მთავრობაში.

კერძოდ, ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 14 ადამიანს, რომლებსაც „სოციალური პროექტირების სააგენტოს“ წევრებს უწოდებს. ამ სააგენტოს დასავლური ქვეყნები უკრაინასა და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიტიკურ პროცესებში რუსული ჩარევის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მიიჩნევენ.

ფინანსურ დაწესებულებებს შორის ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცა 46 კომპანია, ასევე სანკტ-პეტერბურგის სავალუტო ბირჟა და სახელმწიფო კორპორაცია „ანაბრების დაზღვევის სააგენტო“.

ბრიტანეთის სანქციები „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ მოიცავს 18 გემს, ასევე ბრიტანეთის მოქალაქეს, ჯონ მაიკლ ორმეროდს, რომელმაც, როგორც ნათქვამია, შეიძინა გემები რუსული ნავთობის გადასაზიდად. გარდა ამისა, სანქციები შეეხო ტანკერების ორ რუს კაპიტანს.

მსგავსი