ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით ბრიტანეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო
ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით ბრიტანეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო

ევროკავშირმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაკავშირებით ბრიტანეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო. ბრიუსელში ამტკიცებენ, რომ ლონდონმა ჩრდილოეთ ირლანდიისთვის განკუთვნილი სავაჭრო შეთანხმებები ცალმხრივად შეცვალა, რაც არღვევს „ბრექსითის“ ხელშეკრულებას, რომელიც გასულ წელს შეთანხმდა ლონდონში.

ბლოკმა გაგზავნა ოფიციალური შეტყობინების წერილი „დარღვევის პროცედურის“ დასაწყებად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჯარიმების დაწესება ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს მიერ.

ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება ჩრდილოეთ ირლანდიის რეგიონს ევროკავშირის საქონლის ერთიან ბაზარზე ტოვებს და ამიტომ საჭიროა გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებიდან იქ ჩამოსული საქონლის შემოწმება.

ზოგიერთი შემოწმება უნდა დაიწყოს მარტის ბოლოს, როდესაც საშეღავათო პერიოდი ამოიწურება. ამ ფაქტორმა უკვე შეაფერხა ჩრდილოეთ ირლანდიის სუპერმარკეტებში მომარაგება.

ბრიტანეთი აცხადებს, რომ აპირებს საშეღავათო პერიოდის ცალმხრივად გახანგრძლივებას პირველ ოქტომბრამდე. სწორედ ამის შეცვლას მოითხოვს ევროკავშირი.