ევროკავშირმა ბრიტანეთს ბრექსიტის გეგმის წარსადგენად 12-დღიანი ვადა მისცა
ევროკავშირმა ბრიტანეთს ბრექსიტის გეგმის წარსადგენად 12-დღიანი ვადა მისცა

ევროკავშირმა დიდ ბრიტანეთს ბრექსიტის გეგმის წარსადგენად 12-დღიანი ვადა მისცა.

როგორც „ინდეფენდენთი“ წერს, ბრიუსელში აცხადებენ, რომ თუ ბორის ჯონსონის მთავრობა თანმიმდევრული ბრექსიტის გეგმას სექტემბრის ბოლომდე არ წარადგენს, მაშინ ევროკავშირი ე.წ. ხისტი ბრექსიტისთვის დაიწყებს მზადებას.

ევროკავშირში შეშფოთებულები არიან, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ამ დრომდე არ წარუდგენია არანაირი საგზაო რუკა და სავარაუდოდ, მას ვადამდელი არჩევნების დანიშვნის იმედი აქვს.

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 31 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს, თუმცა, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტს გაერთიანებიდან გასვლის გეგმა არ წარუდგენია.

დატოვე კომენტარი