ევროკავშირმა ბესლანის ტრაგედიის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
ევროკავშირმა ბესლანის ტრაგედიის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

ევროკავშირმა ბესლანის ტრაგედიის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც ევროკავშირის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ბესლანში განხორცილებული ტერაქტის დროს საყვარელი ადამიანი დაკარგა.

„2004 წლის 1-ელ სექტემბერს ნომერ პირველ სკოლას ბესლანში თავს ტერორისტები დაესხნენ. მეთხუთმეტე წლისთავზე ჩვენ ვიხსენებთ 300-ზე მეტ მსხვერპლს, მათ შორის 186 ბავშვს, ვინც სამი დღის განმვავლობაში დაიღუპა. სოლიდარობას ვუცხადებთ და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა. ტერორიზმის ადგილი მსოფლიოში არსად არის“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

დღეს ბესლანის სკოლაში დატრიალებული ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა.