ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა
ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა

ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა.

ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობენ.

„ჩვენ ზეწოლას განვახორციელებთ რეჟიმზე, ვიდრე ის საბოლოოდ არ სცემს პატივს მედიისა და აზრის თავისუფლებას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს „რაინეარის“ თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებულ პირებს, ასევე ქვეყნის ხელისუფლების დამფინანსებელ კომპანიებს და ბელარუსის საავიაციო სექტორს.

შეგახსენებთ, 23 მაისს მინსკის მოთხოვნით ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს.

ბელარუსმა დისპეჩერებმა შეატყობინეს ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.