ევროკავშირმა აშშ-ს ალკოჰოლურ სასმელებზე, მოტოციკლებსა და სხვა საექსპორტო საქონელზე ტარიფები დაუწესა
ევროკავშირმა აშშ-ს ალკოჰოლურ სასმელებზე, მოტოციკლებსა და სხვა საექსპორტო საქონელზე ტარიფები დაუწესა

ევროკავშირმა აშშ-ს საექსპორტო საქონელზე 25%-იანი ტარიფი დაუწესა. დადგენილება ძალაში პარასკევიდან შევა.

საუბარია 2.8 მილიარდი ევროს ოდენობის პროდუქტზე, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებსა და მოტოციკლებზე.

ბრიუსელის ქმედება საპასუხო რეაქციაა ივნისის დასაწყისში ვაშინგოტნის მიერ ალუმინსა და ფოლადზე ევროკავშირისთვის დაწესებული ტარიფებისთვის.