მედია – ევროკავშირისა და კვიპროსის კრიტიკის მიუხედავად, თურქეთმა ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში გაზსადენის გასაყვანად ზღვის ფსკერის კვლევების შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნა

13:51, 27.10.2026

ევროკავშირისა და კვიპროსის რესპუბლიკის კრიტიკის მიუხედავად, თურქეთმა ოკუპირებულ ჩრდილოეთ კვიპროსში გაზსადენის გასაყვანად ზღვის ფსკერის კვლევების შესახებ შეტყობინება გამოაქვეყნა. როგორც მედია წერს, თურქეთის მთავრობამ მეზღვაურებისთვის გამაფრთხილებელი შეტყობინება გამოაქვეყნა. ის ქვეყნის სამხრეთ სანაპიროსა და კვიპროსს შორის წყლებში დაგეგმილ ზღვის ფსკერის კვლევებს ეხება, რომლებიც კუნძულზე გაზსადენის მშენებლობას უძღვის  წინ.

10 ივლისს თურქეთმა და კვიპროსის ოკუპირებული ნაწილის ხელისუფლებამ გაზსადენის მშენებლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მისი საერთო სიგრძე 101 კილომეტრი იქნება, აქედან 97 კილომეტრი ლევანტის ზღვის ქვეშ გაივლის.

გაერო-ში კვიპროსის რესპუბლიკის მუდმივმა წარმომადგენელმა, მარია მაიკლმა, გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტიერეშს, წერილი გაუგზავნა და შეთანხმება გააკრიტიკა.

„ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა თურქეთის კიდევ ერთი წინასწარ განსაზღვრული  და პროვოკაციული ნაბიჯია, რომელიც საერთაშორისო სამართალს, კერძოდ, კვიპროსთან დაკავშირებულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს არღვევს“, – აღნიშნავს მაიკლმა.

პროექტი ევროკავშირშიც გააკრიტიკეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა თურქეთს კვიპროსის რესპუბლიკის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ევროკავშირი ელოდება, რომ ანკარა პატივს სცემს ყველა წევრი სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და სუვერენულ უფლებებს“, – განაცხადა კალასმა.

მსგავსი