ევროკავშირის წევრმა 24-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა საპროტესტო ნოტას, რომელშიც ისინი რუსული გაზსადენის მშენებლობაში აშშ-ის ჩარევის წინააღმდეგ გამოდიან
ევროკავშირის წევრმა 24-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა საპროტესტო ნოტას, რომელშიც ისინი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაში აშშ-ის ჩარევის წინააღმდეგ გამოდიან. ინფორმაციას გერმანული გამოცემა „ველტი“ ავრცელებს.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ 12 აგვისტოს ადგილი ჰქონდა დემარშს აშშ-ის სანქციების პოლიტიკის წინააღმდეგ. ნოტა სახელმწიფო დეპარტამენტს გადავეცით. დემარშში მონაწილეობდა ევროკავშირის წევრი 24 სახელმწიფო“, – აცხადებს გამოცემასთან საუბარში ანონიმი ევროპელი დიპლომატი.
როგორც ცნობილია, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. კერძოდ, ახალი სანქციები შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ პროექტის განხორციელებას.