ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი პოლიტიკურ შეთანხმებას ევროკავშირში ციფრული კოვიდსერტიფიკატების შესახებ.

სერტიფიკატები ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

სერტიფიკატი იქნება როგორც ციფრულ, ასევე ბეჭდურ ფორმატში. დოკუმენტში მოცემული იქნება ინფორმაცია, რომ ევროპაში მოგზაურობის მსურველს გაკეთებული აქვს ვაქცინა, ჩატარებული აქვს კოვიდტესტი ან გადატანილი აქვს „კოვიდ-19“.

სამოგზაურო დოკუმენტის ოფიციალური სახელწოდება იქნება „ევროკავშირის ციფრული კოვიდსერტიფიკატი“.

ევროკავშირის საბჭო ახლა ევროპარლამენტს გადაუგზავნის წერილს, სადაც დადასტურებული იქნება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა შეთანხმებას მიაღწიეს. სავარაუდოდ, 7-10 ივნისს კენჭისყრა გაიმართება ევროპარლამენტში. შემდეგ კი, საბჭო ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ევროკავშირის ჟურნალში გამოქვეყნდება და პირველი ივლისიდან შევა ძალაში.