ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ტრანშზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერზე“ წერს.
შარლ მიშელის განცხადებით, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაახლოებით 500 მილიონი ევროს ოდენობის იქნება.
„ევროპა აგრძელებს მომარაგებას მშვიდობისა და ჩვენი ღირებულებების დასაცავად. მივესალმები ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის ფარგლებში მეხუთე ტრანშის გამოყოფის შესახებ. უკრაინის შეიარაღებული ძალების ევროკავშირის სამხედრო აღჭურვილობით მხარდაჭერა ახლა 2,5 მილიარდ ევროს შეადგენს. ევროპა უკრაინის გვერდით დგას“, – წერს შარლ მიშელი.
Europe continues delivering for peace and defence of our values.
I welcome @EUCouncil political agreement on the fifth tranche to #Ukraine under #EPF #EU support in military equipment to Ukraine Armed Forces now at 2,5 billion €.
Europe stands with Ukraine @ZelenskyyUa
— Charles Michel (@CharlesMichel) July 18, 2022