ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას ემხრობა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას ემხრობა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებას ემხრობა. შესაბამისი განცხადებები ლუქსემბურგში, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყებამდე, ნიდერლანდების, ირლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს.

ნიდერლანდებმა დაგმო თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში და თურქეთისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგო უკვე დააწესა. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ანალოგიურად უნდა მოიქცეს ევროკავშირიც.

„თურქეთი საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს“, – განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფ ბლოკმა.

დღეს ლუქსემბურგში მიმდინარე სხდომაზე ევროპელი დიპლომატები თურქეთის მიერ სირიაში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გარდა, ასევე განიხილავენ ანკარას მიერ კვიპროსის შელფზე დაწყებულ გეოლოგიურ სამუშაოებსაც.