ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს.
აღნიშნულის შესახებ ევროკავშირში ლიეტუვის მუდმივმა წარმომადგენელმა, არნოლდას პრანკევიჩუსმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„ესეც მეშვიდე პაკეტი. ჩვენ ახლახანს დავამტკიცეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს ოქროს აკრძალვას, ექსპორტზე დამატებით კონტროლს, „სბერბანკის“ აქტივების გაყინვას და 50-ზე მეტ ახალ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, მათ შორის პოლიტიკოსებს, სამხედრო მეთაურებს, ოლიგარქებს, პროპაგანდისტებს“, – წერს პრანკევიჩუსი.
სანქციების მეშვიდე პაკეტი და მასში შემავალი შეზღუდვები ევროკომისიამ 15 ივლისს წარადგინა.
#7th package it is. In 🇪🇺Coreper we have just approved a new package of sanctions against #Russia, including ban on #gold, new export controls, asset freeze of Sberbank, more than 50 new individuals and entities, including politicians, military leaders, oligarchs, propagandists.
— Arnoldas Pranckevičius (@APranckevicius) July 20, 2022