ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის გამო დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის გამო დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით წაყენებული ულტიმატუმის გამო დღეს საგანგებო შეხვედრას გამართავენ. მედიის ცნობით, ელჩები 18 იანვარს რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბებიან, რათა დონალდ ტრამპის მიერ ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ სავაჭრო ტარიფების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებაზე იმსჯელონ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნეს გრენლანდიაში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდებს, ფინეთს, ნორვეგიას და დიდი ბრიტანეთს. მისივე თქმით, თუ გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება არ შედგება, მაშინ პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.

ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ტარიფები ძალაში დარჩება, ვიდრე გრენლანდია აშშ-ის იურისდიქციაში არ გადავა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ კუნძულის ფლობა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. კონკრეტულად, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ტერიტორია საჭიროა სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად გამიზნული ახალი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ ეფექტური ფუნქციონირებისთვის.