ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება

10:47, 18.04.2021

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღეს „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

მმართველი გუნდისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით გაიმართება. ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში უკვე მივიდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დედგნანი. ოფისში უკვე იმყოფება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელიც.

მსგავსი