ევროკავშირის წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა
ევროკავშირის წარმომადგენლობა დაინტერესებულ მხარეებს მოუწოდებს, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, რომ ყველა სამუშაო ჯგუფში უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართულობა.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

„მოვუწოდებთ საქართველოს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყოს, რომ ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია მოწვეული იყოს და მიეცეს შესაძლებლობა არსებითი მონაწილეობა მიიღოს ყველა სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ჩათვლით.

#10 პრიორიტეტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულობასთან დაკავშირებით განსაკუთრებით შეესაბამება პარლამენტში მიმდინარე მუშაობას“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.