ევროკავშირის წარმომადგენლობა – თანავუგრძნობთ ფონიჭალაში დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას, თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო

10:18, 20.11.2026

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში ტრაგიკული აფეთქების გამო, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

„თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას და თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი დაშავებული კი, კლინიკებში გადაიყვანეს.

მსგავსი