ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს, იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება
ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს, იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას სახელმწიფო დროშის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

„საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე ქვეყნის მდიდარ ისტორიასა და მისი ხალხის შეუპოვრობას გვახსენებს. იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. დაე, საქართველოს დროშა მუდამ ამაყად ფრიალებდეს“, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.