ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩთან ერთად, მისი მუშაობა ევროპული მისწრაფებების დასაცავად გადამწყვეტია
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩთან ერთად, მისი მუშაობა ევროპული მისწრაფებების დასაცავად გადამწყვეტია

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან ერთად.

„დღეს ევროკავშირის ელჩმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სამუშაო ლანჩზე უმასპინძლა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ყველა ელჩთან ერთად. მისი მუშაობა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დასაცავად გადამწყვეტია. ევროკავშირი დამატებით ზომებს საბჭოს სხდომებზე მომავალ კვირას ბრიუსელში განიხილავს“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.