ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და აშშ-ის საელჩო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა დადებითად აფასებენ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას. ასევე, იმედოვნებენ, რომ ჯგუფი ყურადღებას დაუთმობს და გაითვალისწინებს აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს.

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში დადებითად აფასებს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის 11-12 მაისის შედეგიან შეხვედრებს და თანამშრომლობას.  იმედი გვაქვს, რომ სამუშაო ჯგუფი მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს და გაითვალისწინებს აშშ-ისა და ევროკავშირის დელეგაციების მიერ შეთავაზებულ რეკომენდაციებს.

ჩვენ გავაგრძელებთ ამ სფეროს დახმარებასა და მხარდაჭერას. მოუთმენლად ველით შემდგომ თანამშრომლობას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.