ევროკავშირის წარმომადგენელი ბრიტანეთ-ირლანდიის საზღვრის მომავალზე სასაუბროდ ირლანდიაში იმყოფება
ევროკავშირის წარმომადგენელი ბრიტანეთ-ირლანდიის საზღვრის მომავალზე სასაუბროდ ირლანდიაში იმყოფება

ევროკავშირის წარმომადგენელი მიშელ ბარნიე ჩრდილოეთ ირლანდიის „დემოკრატიული კავშირის პარტიის“ მიმართ „აგრესიას“ გამორიცხავს. „ბრექსითის“ საკითხებში ევროკაშირის მომლაპარაკებელი ამბობს, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის პარტიის ლიდერთან „პოლემიკისთვის“ მზად არ არის.

მანამდე „დემოკრატიული კავშირის პარტიის“ ლიდერმა, არლენ ფოსტერმა თქვა, რომ მიშელ ბარნიე ჩრდილო ირლანდიის წინაშე არსებულ საკითხს ვერ იგებს და არ არის „პატიოსანი მომლაპარაკებელი.“

ბრიტანეთისა და ირლანდიის საზღვრის მომავალზე სასაუბროდ, მიშელ ბარნიე ორდღიანი ვიზიტით ირლანდიაში ჩავიდა. პრესკონფერენციაზე ბარნიემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებებს „შურისძიების სულისკვეთებით“ არ აწარმოებს.