ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის უშიშროების ძალების საკითხს განიხილავენ
ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ევროკავშირის უშიშროების ძალების საკითხს განიხილავენ

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები დღეს შეხვედრას გამართავენ, სადაც ევროკავშირის უშიშროების ძალების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„დღეს ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები განიხილავენ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირს, გახდეს უფრო ძლიერი უშიშროების გარანტი.

„სტრატეგიული კომპასი“ ამ მიზნის მიღწევაში მთავარი ელემენტი იქნება“, – წერს ბორელი.

„სტრატეგიული კომპასი“ უშიშროებისა და თავდაცვის კუთხით ევროკავშირის მომავალის მთავარი დოკუმენტი იქნება, სადაც გაერთიანების მთავარი მიზნები იქნება თავმოყრილი.