ევროკავშირის სავაჭრო კომისარი - როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირთან სავაჭრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებებში ჩართული არ არის
ევროკავშირის სავაჭრო კომისარი - როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია ევროკავშირთან სავაჭრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებებში ჩართული არ არის

ევროკავშირის სავაჭრო კომისარი, მაროშ შეფჩოვიჩი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, ევროკავშირთან სავაჭრო კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მოლაპარაკებებში ჩართული არ არის.

შეფჩოვიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გასულ თვეში დიალოგის დასაწყებად ვაშინგტონში იმყოფებოდა. მისი თქმით, ორივე მხარემ გამოავლინა თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება, რომლებიც შეიძლება განვითარდეს.

„თუმცა, საბოლოო ჯამში, ერთი ხელით არ შეიძლება ტაშის დაკვრა. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ ჩანს დაინტერესებული შეთანხმებით“, – განაცხადა მაროშ შეფჩოვიჩმა.

შეფჩოვიჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის კონსტრუქციული ურთიერთქმედებისთვის. მისი თქმით, ტარიფები არავისთვის იქნება სასარგებლო.

„ასე რომ, ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ ამას დადებითი შედეგი თუ არ მოჰყვება, ჩვენ ყოველთვის დავიცავთ ევროპულ ბიზნესს, მუშახელს და მომხმარებლებს გაუმართლებელი ტარიფებისგან. ვფიქრობ, ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ და ვიცი, რომ ისინი ჩვენგან არანაკლებს მოელიან“, – განაცხადა მაროშ შეფჩოვიჩმა.