ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ბრიუსელში შეიკრიბნენ
ევროკავშირის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები ბრიუსელში შეიკრიბნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეიკრიბნენ. დიპლომატები აქტუალურ საერთაშორისო საკითხებზე მსჯელობენ.

მათ შორის დღის წესრიგით განსაზღვრულია საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარების განხილვა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომას საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ხემძღვანელებს.

შეხვედრის დაწყების წინ ბორელმა განაცხადა, რომ სხდომაზე ერთ-ერთი მთავრი საკითხი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სამომავლო ურთიერთობები და ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის კონცეფციის მომავალი იქნება.

დღესვე ევროპელი დიპლომატები იმსჯელებენ ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზე, ბელარუსსა და თურქეთის საკითხზე. დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია შემაჯამებელი პრესკონფერენცია.