ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ლავროვისთვის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეორე პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მათ შორის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვისთვის აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი თქმით, მზადდება სანქციების მესამე პაკეტიც.
EU Foreign Affairs Council has adopted the 2nd sanctions package, asset freeze includes President of Russia and its Foreign Minister. We will prepare the 3d package #StandWithUkraine
— Edgars Rinkēvičs (@edgarsrinkevics) February 25, 2022