ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე იტალიამ ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარება დაბლოკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე იტალიამ ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარება დაბლოკა

იტალია იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად აღიარება დაბლოკა. ინფორმაციას იტალიური გამოცემები ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, გუაიდოს აღიარების საკითხი შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დააყენა. რამდენიმე დღის წინ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანლიო დი სტეფანომ განაცხადა, რომ იტალია გუაიდოს აღიარებას ეწინააღმდეგება.

„რომელიმე ქვეყანას ან მესამე ქვეყანათა დაჯგუფებას არ შეუძლია განსაზღვროს სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკა“, – განაცხდა მანლიო დი სტეფანომ.

ევროპარლამენტმა ხუან გუაიდო ვენესუელის კანონიერ, დროებით მმართველად აღიარა და მოუწოდა ევროკავშირს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღოს.