ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დაწესების შესახებ შეთანხმდნენ.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საგანგებო სხდომა გამართეს ნიუ იორკში, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის რიგით 77-ე სესია იმართება. მინისტრები შეთანხმდნენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალ, სანქციების რიგით მერვე პაკეტზე და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდაზე.

ჯოზეფ ბორელის თქმით, პუტინის განცხადებამ, რომელიც მოიცავდა ნაბიჯებს უკრაინის ტერიტორიის ანექსიისკენ და რუსეთის დასაცავად ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას, აჩვენა პანიკა და სასოწარკვეთა.

„ნათელია, რომ პუტინი უკრაინის განადგურებას ცდილობს“, – განაცხადა ბორელმა.

სააგენტოს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმდნენ პაკეტზე, რომლიც მიმართული იქნება რუსეთის უფრო რელევანტურ სექტორებზე და ასევე უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე პასუხისმგებელ პირებზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, მინისტრები მომავალ ოფიციალურ შეხვედრას ოქტომბრის შუა რიცხვებში გამართავენ, როდესაც სანქციების პაკეტი შეიძლება ოფიციალურად იქნას გაფორმებული.